Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

თხა — აკაკი წერეთელი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: აკაკი წერეთელი · ≈ 1 min · 55 words

Topics: класика

Beginning

ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა

თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა.

ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა,

ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შეინავარდა.

მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად:

მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად.

გაუმაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრიალა,

კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრიალა.

ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა!

მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დაუნარჩუნა.

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/poesy-verse?id=314

Read in Memova

Open Memova