Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო — ნიკოლოზ ბარათაშვილი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ნიკოლოზ ბარათაშვილი · ≈ 1 min · 60 words

Topics: класика

Beginning

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის? ნიკოლოზ ბარათაშვილი

10 იანვარი,

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/poesy-verse?id=1266

Read in Memova

Open Memova