Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

უნუგეშო ყოფნა — ვაჟა–ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა–ფშაველა · ≈ 1 min · 85 words

Topics: класика, наука й природа

Beginning

იას, ბნელს ხევში მოსულსა,

დიდი ჭანდრები ჰფარავდა,

ეწადა დიდხანს სიცოცხლე,

წადილს აღარა ჰმალავდა:

ინაბებოდა, ჰკრთებოდა,

მზის სხივს ელოდა მაღლითა;

შეჰფოფინებდა სამყაროს

გაშტერებულის თვალითა,

მზის სხივი აკლდა, ელოდა,

მზე აღარ ამოდიოდა,

ჩიქილად მისი სხივები

თავზე არ ეფინებოდა.

ამოიკვნესა ჩაგრულმა,

გულმოკლულს ეტირნებოდა.

მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა

ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,

ვერ უმთელებდა წყლულს გულსა

ფერგახუნებულს იასა.

ია სჭკნებოდა, კვდებოდა,

მიწასვე ებარებოდა.

გაღმა კი ყვავილთა გუნდი

სამოთხეს ედარებოდა;

მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,

ჯავრი არ ეკარებოდა;

იას სიკვდილი ამ დროსა

მით უფრო ემწარებოდა, -

ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,

მას მიწა ეფარებოდა.

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/poesy-verse?id=1206

Read in Memova

Open Memova