ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ — აკაკი წერეთელი
Topics: класика
Beginning
შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,
დავყურებ, გმირო, სულგანაბული;
შენგან ქებული,
დავიწყებული
დღეს მაგონდება ჩვენი წარსული!
თვალცრემლიანსა,
გულსევდიანსა
ენა მებმება, ვერრის ვარ მთქმელი,
და ან-კი რა ვსთქვა?
გულზედ მადევს ქვა
მეცა შენსავით, გულის დამწველი.
ეს არ-სანატრო,
უკუღმართი დრო
სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი,
არცა გვაქვს ძალი
და არც წამალი...
სად არის მხსნელი, რომ მოგვცეს ხელი?!
ტკბილო პოეტო,
ნათლისა სვეტო!
შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული,
რომ ჩვენი ერი,
დღეს სხვის ფეხთ მტვერი,
შენ არ გინახავს ასე ჩაგრული!
თორემ სხვაგვარად
მწარედ და მარად
ეგ შენი გულიც იწყებდა ძგერას...
და შენც ჩვენსავით
სიტყვებით ავით
გესლით და ნაღვლით იწყებდი მღერას.
და მაშინ შენს გულს,
ჩვენთვის აღგზნებულს,
სხვა ფასს დასდებდა უმეტესობა,
და ის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.