ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; — ნიკოლოზ ბარათაშვილი
Topics: класика
Beginning
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!
მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!
მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!
მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.