ბუნების გლოვა — ვაჟა–ფშაველა
Topics: класика, наука й природа
Beginning
Ι
მთათ გული, დაწყლულებული
დახოცილ შვილთა მზერითა,
ერთმანერთს მისწებებია,
წყენა გაზდილა წყენითა.
დაღვრილი გმირების სისხლი
მიწის გულს ჩასწვდა ქვევითა,
შეწუხებული ნისლადა
ამოხეთქილა ზევითა.
გულ-გაგმირული ბიჭები
გაფანტულია ველადა, ხარ-ზაქებს ჰგვანან მხედარნი,
ხმლები არტყიათ წელადა.
მტერიც-კი ვერ გაიმეტებს
თვის მკვლელებს დასაწყევლადა,
ისეთი ლამაზებია,
მხოლოდ არვინ ჰყავთ მცველადა,
დახოცვილთ არვინა ჰგლოვობს,
არ დაწურულა ცრემლადა
ქალ-რძლის არ ისმის ქვითინი,
დედების მოთქმა მწარია,
ჯერ არ იციან დიაცთა,
რომ გასწყდა ხევსურთ ჯარია:
მტერს შაეხოცნენ ყველანი,
არ მოაყივლეს გვარია.
სიკვდილმა სამკლად ჩაიდვა
მათი სიცოცხლე, ჯანია.
სახელსაც ეჭიდებოდა,
რომ თან წაეღო საგზლადა.
ვერ მოერივა, აქ დარჩა,
შვილებს გვინთია სანთლადა.
თურმე ყველაფრის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.