ვარდი — დავით მაჩაბელი
Topics: класика
Beginning
ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,
გაზაფხულით გაუფურთქვნის, აღჰყვავდების, წყაზრად სრული
ეს არს ვარდი: ყვავილს მეფად, მოლექსეთგან დასახული.
მას მიჰხედავთ გაფურჩქვნილსა, დილის ნამით დანამულსა;
ვით მტირალსა ტრფიალისთვის, სევდით ნისლით დაფარულსა.
ტრფონისაგან ფერმიხდილსა, ქარისაგან შერხეულსა
თავდახრულსა მწვანეთ შუა, მორცხვსა რასმე ძოწეულსა.
კვლავ მიჰხედეთ მას, მღიმარეს; როს მკრთოლუარებს მხიარლად,
ვით ირისობს მრავალ ფერად, მზისა შუქსა ზედ მიდგმულად.
ყვავილთ მეფას, მწვანით მოსილს; ვით ეგზნების მეწამულად.
ბროლ-ლალს ერთად შეჯგუფულსა, ფეროვნებით შეფრქვეულად.
ვით გარემო მას, გარდაშლის, ახალ ნორჩნი აშვენებენ:
ჯერეთ ჩჩვილნი მწუანოსნობენ; ზოგნი მცირედ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.