ტფილისური დუქნები — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ივლისი, 2022 რუბრიკა: რეტრო
ძველად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტფილისში, მრავლად იყო მოსალხენი ადგილები – დუქნები, რომლებიც პირველად XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. პოეტები, მგოსნები, აშუღები მათი ხშირი სტუმრები იყვნენ. მუშტრის მოსაზიდად მეპატრონე დუქანს ხშირად უჩვეულო სახელს არქმევდა. ასე მომრავლდა ტფილისში „ტილიპუჭურას“, „ბაბაჭუას“, „ქოსების“ სახელით ცნობილი დუქნები ფასადებზე მხატვრულად გაფორმებული აბრებითა და ბარაქიანი პურ-მარილით.
ლხინი ნაშუადღევს იწყებოდა და გვიანობამდე გრძელდებოდა. დასაწყისშივე ირჩევდნენ პატივსაცემ კარგი სიტყვა-პასუხის მქონე თამადას, რომელიც სადღეგრძელოებით წარმართავდა სუფრას. ხელადა ღვინისა და გემრიელი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.