Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბუხარელი მინისტრი — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 1 min · 140 words

Topics: історія

ბუხარელი მინისტრი

Beginning

მარტი, 2022 რუბრიკა: რეტრო

ბუხარის საამირო, რომელსაც მანღითების დინასტიის წარმომადგენელი ამირები მართავდნენ, 1747 წელს დაარსდა. განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ამირები ქვეყანას შარიათის კანონებითა და მათ მიერვე დანიშნული წარჩინებულების დახმარებით უძღვებოდნენ, რომლებსაც სათავეში მთავარი ვეზირი – ქუშბეგი ედგა. ამირის შემდეგ სწორედ ქუშბეგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის შიდა თუ საგარეო საქმეებს.

1885 წლიდან ბუხარის საამიროს სათავეში სეიდ აბდულაჰად ხანი ჩაუდგა. ამ ფოტოზე სეიდ აბდულაჰად ხანთან ყველაზე დაახლოებული პირი, ასტანკულ-ბიია გამოსახული, რომელიც 1888 წელს ქუშბეგის თანამდებობაზე დაინიშნა. ასტანკულ-ბიი ითავსებდა ქვეყნის მთავარი ხაზინადარის პოსტსაც და სათავეში ედგა დიპლომატიურ მისიას ბუხარის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/bukhareli-ministri/

Read in Memova

Open Memova