Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკა — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 1 min · 151 words

Topics: техніка

პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკა

Beginning

ნოემბერი, 2021 რუბრიკა: რეტრო

XIX საუკუნის მიწურულს, ტფილისის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების უკვე არსებულ საშუალებებს პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცხენის წევაზე მომუშავე კონკა შეემატა.

ცხენშებმული ტრამვაის ხაზი ბელგიურმა ფირმა „ჰელიოსმა“ გაიყვანა. კონკა ექსპლუატაციაში 1883 წლის 10 მარტს შევიდა. მან ვორონცოვის მოედანი მიხეილის ქუჩის გავლით რკინიგზის სადგურთან დააკავშირა. თავდაპირველად ხაზს 120 ცხენი და 30 ვაგონი ემსახურებოდა, ხოლო კონკის სახელოსნოებისა და საჯინიბოებისთვის მუშთაიდის ბაღთან დიდი შენობა იყო გამოყოფილი. კონკა უსაფრთხო, მარტივი კონსტრუქციის მქონე ღია ვაგონს წარმოადგენდა, რომელიც ერთ ხაზზე მოძრაობდა. შესაბამისად, მისი დასაჯდომი სკამების საზურგეებიც მოძრავი იყო.…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/pirveli-sazogadoebrivi-transporti-konka/

Read in Memova

Open Memova