Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ამ გიბონს რობოტის განსახიერება შეუძლია — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 1 min · 165 words

Topics: наука й природа

ამ გიბონს რობოტის განსახიერება შეუძლია

Beginning

აზიის მოცეკვავე პრიმატების აუხსნელ მოძრაობათა გაშიფვრა

ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმეტესობამ ცეკვა არ იცის, თუმცა მდედრი თეთრლოყა გიბონი რეგულარულად ასრულებს მოძრაობებს, რომლებიც „რობოტის ცეკვას“ ჰგავს. მეცნიერებმა ახლახან გააანალიზეს ზოოპარკებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ზრდასრული მდედრი თეთრლოყა გიბონების ათეულობით ვიდეორგოლი და გაესაუბრნენ მკვლევრებს, რომლებსაც უნახავთ მოცეკვავე პრიმატები ჩინეთის და ვიეტნამის ბუნებაში.

მათი კვლევა იუწყება, რომ ცეკვაში გარკვეული რიტმული კანონზომიერება იკვეთება. ტყვეობაში მყოფი გიბონები საცეკვაო კომპოზიციას ძირითადად მომვლელებისთვის ასრულებენ, სავარაუდოდ, სოციალიზაციის და სასუსნავის მოპოვების მიზნით. ველურ ბუნებაში, როგორც ჩანს, ისინი მეწყვილის მოსაზიდად…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/am-gibons-robotis-gansakhiereba-sheudzlia/

Read in Memova

Open Memova