კალიანის მინარეთი — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
სექტემბერი, 2022 რუბრიკა: რეტრო
უზბეკეთში, ბუხარის ისტორიულ ცენტრში, მდებარეობს პოი-კალიანის სახელით ცნობილი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც XII-XVI საუკუნეებით თარიღდება და UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. კომპლექსში გამოირჩევა ქალაქის უძველესი და ყველაზე მაღალი, პოი-კალიანის მინარეთი, რომელიც „სიკვდილის კოშკის“ სახელითაც არის ცნობილი. დაახლოებით 46,5 მეტრის სიმაღლის მინარეთი 1127 წელს, ყარახანიდების დინასტიის წარმომადგენლის, არსლან-ხანის ბრძანებით ააგეს არქიტექტორ ბაკოს პროექტის მიხედვით.
ნაგებობა გვირგვინდება 16-თაღიანი ფარან-როტონდით, რომელიც სტალაქტიტების რიგის მსგავს აგურის კარნიზს ეყრდნობა. მის ქვეშ, ლურჯ ფრიზზე შემორჩენილი არაბული წარწერა მინარეთის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.