ქობულეთის რაზმის შტაბი — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ივნისი, 2022 რუბრიკა: რეტრო
1877 წლის 22 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ოსმალეთთან ომის დაწყების შესახებ. ომის მიზეზი ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვება და ოსმალეთის იმპერიისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის წართმევა იყო. საომარი მოქმედებები თავიდანვე ორ ფრონტზე – ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და კავკასიაში გაიშალა. ეს ომი საქართველოს საუკუნეების წინ დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების შანსს აძლევდა.
კავკასიაში, საბრძოლო მოქმედებები მიხეილ ლორის-მელიქიშვილის სარდლობით, 1877 წლის 30 აპრილს დაიწყო. კავკასიის არმიის ნაწილები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მდებარე გარნიზონებსა და სიმაგრეებში გადანაწილდა. რიონის მხარეს განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.