ჯუმათის მონასტერი — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
აპრილი, 2022 რუბრიკა: რეტრო
ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი დიმიტრი ერმაკოვის ყურადღების ცენტრში 1877-1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მოექცა, როდესაც გურიაში მოგზაურობისას მან მდინარე სუფსის ხეობაში მდებარე მონასტერი და მისი უნიკალური სიძველეები ფოტოზე აღბეჭდა.
ლეგენდის თანახმად, პალიასტომის ტბის წარმოშობის დროს მომხდარი წარღვნისას გადარჩენილა დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც მთავარანგელოზის ხატი გადაარჩინა და ჯუმათის მთაზე აიტანა, სადაც მოგვიანებით ხატს ეკლესია აუშენეს.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფელ ძირიჯუმათში, შემაღლებულ გორაკზე, საიდანაც დასავლეთ საქართველოს არაჩვეულებრივი პანორამა იშლება. კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.