Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ასჰაბთა საფლავები — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 1 min · 183 words

Topics: історія

ასჰაბთა საფლავები

Beginning

იანვარი, 2023 რუბრიკა: რეტრო

არაბი სწავლულების თანახმად, თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთში, უძველეს ქალაქ მერვში, მდებარეობს მუჰამედის ასჰაბების (მიმდევრების) – აბუ აბდალაჰ ბურეიდა იბნ ალ-ხუსაიბ ალ-ასლამისა და ალ-ჰაქიმ იბნ ამრ ალ-ღიფარის VII საუკუნის საფლავები, რომელთა სახელები ისლამის დამკვიდრებასა და გავრცელებას უკავშირდება. ეს საფლავები ხშირად ასჰაბი ძმების საფლავებად მოიხსენიება.

ისლამის მიღებამდე ბურეიდა სხვებთან ერთად ჯილდოს სანაცვლოდ მუჰამედის კურაიშებისთვის გადაცემას გეგმავდა, მისი გაცნობისა და მასთან დაახლოების შემდეგ კი იგი მუჰამედის თანამოაზრე და მედროშე გახდა.

ჰიჯრის დროს ბურეიდა მუჰამედის მხარდამხარ იბრძოდა მუსლიმთა მტრების წინააღმდეგ. მუჰამედის დავალებით იგი ზაქათის შეგროვებასა და…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/ashabta-saflavebi/

Read in Memova

Open Memova