მონაცემთა შენახვის მომავალი... დნმ — National Geographic საქართველო
Topics: техніка

Beginning
ევოლუციამ უზარმაზარი რაოდენობის გენეტიკური ინფორმაციის შესანახად დნმ შექმნა. ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსმა ტექნოლოგიამ შეიძლება სწრაფად მზარდი ციფრული მონაცემების შენახვის პრობლემა გადაჭრას.
ყოველდღიურად მსოფლიოში წარმოუდგენელი რაოდენობის მონაცემი იქმნება: დაახლოებით 400 მილიარდი გიგაბაიტი.
მონაცემების უმეტესობა „ღრუბელში” ინახება, რაც ლამაზი სიტყვაა კონდიცირებულ საწყობებში განლაგებული მილიონობით კომპიუტერული სერვერისგან შემდგარი ქსელის აღსანიშნავად. სერვერებში ჩვენს მონაცემებს მაგნიტური ლენტის კასეტებზე ინახავენ. „ღრუბელი” უზარმაზარ სივრცეს თუ ენერგიას მოითხოვს და მძიმე შედეგები მოაქვს გარემოსთვის, მაგნიტური ლენტები კი დროთა განმავლობაში ძველდება, საჭიროებს კოპირებას და ხშირ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.