ღვინის აღმართი — National Geographic საქართველო
Topics: їжа

Beginning
რეტრო XIX-XX საუკუნეების მიჯნა
აგვისტო, 2022 რუბრიკა: რეტრო
ძველ ტფილისში ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრეთა ძირითად თავშეყრის ადგილს სირაჯხანა ერქვა. ადგილის სახელი – სირაჯხანა ორი სიტყვისგან არის ნაწარმოები: სირაჯ (სირაჩ) – მეღვინე და ხანე (ხანა) – სახლი. ამგვარად, სიტყვა „მეღვინეთა სახლს“ აღნიშნავს. ძველი ტფილისის პირველი სირაჯხანა, რომელსაც ასევე „პატარა სირაჯხანას“ უწოდებდნენ, კალის უბანში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქის ზრდისა და ღვინით ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, სირაჯხანამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უფრო დიდ ადგილას, დარეჯან დედოფლის სასახლის მიმდებარედ გადაინაცვლა. ადგილს დიდი სირაჯხანა ეწოდა, რომელიც მეტეხის ხიდთან იწყებოდა, გრძელ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.