კოტეს გენეტიკა — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
მეზოლითი უკანასკნელი მონადირე-შემგროვებლების ხანაა, რამაც დასაბამი დაუდო ახალ, პროგრესულ ნეოლითურ (მწარმოებლურ) მეურნეობას. საქართველოს მაღალ მთიანეთსა თუ დაბლობზე მეზოლითის პერიოდის მრავალი ძეგლია გამოვლენილი. თუმცა, ძალზე მწირია ამ ეპოქის ანთროპოლოგიური ნაშთები. 2005 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით, კოტიას კლდის მღვიმეში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით ერთადერთი მეზოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინა.
სამარხში, ქვით მოკირწყლულ იატაკზე, 30-35 წლის მამაკაცი ესვენა გულაღმა. მიცვალებულის ქალა გარშემორტყმული იყო ვერტიკალურად აღმართული ნათალი ბრტყელი ქვებით, ხოლო პირში კაჟის იარაღი ედო. ჩონჩხს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.