ზღვის ურჩხულზე ნადირობა — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ოკეანეებში მილიონ ტონამდე სათევზაო აღჭურვილობა ხვდება ყოველწლიურად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 1800 კგ-მდე ბადე და სხვა სათევზაო მოწყობილობა ამოიღო შავი ზღვის ფსკერიდან.
ჩემ ქვემოთ, წყალში, თოკების გიგანტური ხლართია, რომელიც კრაკენის საცეცებს წააგავს. შიგნით გახვეულ ბადეებში მკვდარი თევზები, მანქანის საბურავები და ღმერთმა იცის, კიდევ რა ნაგავია. საშინელი სანახაობაა. მის თავზე ცურვა, შავი ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეზე, შიშს იწვევდა. ერთ დროს ეს ურჩხული მიდიების ფერმას წარმოადგენდა, რომელიც შტორმის დროს მოწყდა და კვარიათთან ჩაიძირა.
დაკარგულ თუ მიტოვებულ სათევზაო აღჭურვილობას ხშირად უწოდებენ „მოჩვენება-ბადეებს“ და „ფარულ მკვლელებს“. ისინი დიდ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს –…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.