როგორ ასაზრდოებს პაწაწინა კიბოსნაირი სამხრეთის ოკეანეს — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
შარშან დეკემბერში National Geographic-ის მკვლევარი კიმ ბერნარდი ჩაის სვამდა კვლევითი გემის კამბუზში და გრძელი ღამისთვის ემზადებოდა. იგი უნდა დაჰკვირვებოდა დისტანციურად მართვად აპარატს (ROV), რომელიც ზღვის ფსკერს იკვლევდა ანტარქტიდის სანაპიროსთან. თვალს ადევნებდა მონიტორს, რომელზეც რეალურ დროში ჩანდა ROV-ის მიერ 1000 მეტრის სიღრმეზე გადაღებული ვიდეოკადრები და უცებ რაღაცამ მისი ყურადღება მიიპყრო. „პაწაწინა არსებამ წამიერად გაიელვა ეკრანზე“, – თქვა მან.
გემზე შეკრებილ სხვა მეცნიერებს ის ალბათ წყლის სიღრმისკენ მოტივტივე ორგანული ნარჩენი ეგონათ, მაგრამ 46 წლის ბერნარდი კრილს შეისწავლიდა 15 წლის განმავლობაში და კარგად იცოდა, როგორ ბზრიალებს ეს კიბოსნაირი წყლის სვეტში, შეკრთომისას კი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.