საიდუმლო იარაღი სარდაფიდან — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ტომ ო’ბრაიენი National Geographic-ის სათავო ოფისის სარდაფის სიღრმეში მდებარე მის ლაბორატორიაში დიდ დროს ატარებს ეულად, სამუშაო მაგიდებისა და დიდი დანადგარების გარემოცვაში. დანადგარებზე დენის დარტყმისა თუ კიდურების დაკარგვის გამაფრთხილებელი აბრებია, მაგიდებსა და თაროებზე კი – უამრავი ფოტოაპარატი.
აქ რაც ხდება, მხოლოდ ტომმა უწყის. იდუმალი ჩხირკედელაობით ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების პერსონაჟ „ქიუს“ წააგავს, თუმცა მის შემთხვევაში `გაჯეტების“ მიზანი არა ჯაშუშების დახმარება, არამედ ფოტოგრაფების აღჭურვაა, რათა სამყაროს ღირსშესანიშნაობების ჩვენთვის გაზიარება შეძლონ.
ო’ბრაიენი ჩაფიქრებულ გადაღებებს ფოტოგრაფებთან ერთად განიხილავს და შემდეგ იდეების ხორცშესხმაზე გადადის – წარმოსახვის უნარის, კვლევის,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.