უძველესი ენქერი — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
მეცამეტე საუკუნე ქართული სახელმწიფოსთვის ურთულესი პერიოდის დასაწყისია. ჯერ ხორეზმის შაჰის, ჯალალედინის სისხლიანი ლაშქრობა, შემდეგ კი მონღოლთა შემოსევა და მათი რამდენიმესაუკუნოვანი სასტიკი ბატონობა.
მიუხედავად დამპყრობლების ულმობლობისა და მათი დაუნდობელი ბრძოლისა ქრისტიანობასთან, საქართველოში მაინც იქმნებოდა ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშები. ამის ნათელი მაგალითია XIII საუკუნით დათარიღებული ენქერი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის „შუა საუკუნეების საგანძურის“ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ენქერი სრული სამღვდელმთავრო შესამოსელის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. XII საუკუნემდე მას მხოლოდ „ზეციური მღვდელმთავარნი“ – ეპისკოპოსები ატარებდნენ, მოგვიანებით კი მისი ტარების უფლება სხვა მაღალი იერარქიის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.