ხმლის უკანასკნელი მჭედლები — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
იაპონიის ტანგოს ნახევარკუნძულზე, კიოტოდან 120 კილომეტრში, გადაკეთებულ ბეღელში სამი მამაკაცი ცეცხლს ეთამაშება. სანამ ძლიერი ალი 1300°C-იან ღუმელში გიზგიზებს, კოსუკე იამაძოე 7-კილოგრამიანი უროთი ამუშავებს გავარვარებულ ფოლადს. დამაჰიპნოზებელი, რიტმული დარტყმებით აბრტყელებს მას. მიწურ იატაკზე გადმოცვენილი ნაკვერჩხლის წვიმის მიღმა, ტომოიუკი მიიაგის ფოლადი რკინის მარწუხებით უჭირავს და უფრო პატარა ჩაქუჩით აჰყვება მელოდიურ რიტმს. ახლომახლო, ჭვარტლით დაფარულ კედელთან მიდგმულ პატარა ქურაზე ტომოკი კურომოტო ჩაის ამზადებს. ეს კატანების მსოფლიოში შემორჩენილი რამდენიმე სამსხმელო საამქროდან ერთ-ერთის, „ნიპონ-გენშოშას“ მთავარი სახელოსნოა.
საუკუნეების განმავლობაში ხმლის მჭედლები იაპონელი მეომრებისთვის, მათ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.