ღრმა ოკეანის 99,999% იდუმალებითაა მოცული — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ღრმა ოკეანის ფსკერზე. კვლევა-ძიების ათწლეულების შემდეგ ის მაინც დედამიწის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ჰაბიტატად რჩება. ეს შეუცნობელი ზონა დიდი ხანია აწუხებს National Geographic-ის მკვლევარ კეიტი კროფ ბელს, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ათობით საოკეანო ექსპედიციისთვის უხელმძღვანელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღრმა წყლები ჩვენი პლანეტის ორ მესამედს მოიცავს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნახშირბადის შთანთქმასა და კლიმატის რეგულირებაში. ამიტომ ბელმა და კიდევ რამდენიმე მკვლევარმა გადაწყვიტეს ჩვენს ცოდნაში არსებული ჩავარდნები რიცხობრივად გამოესახათ.
შედეგები იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მათ ეგონათ: ღრმა ოკეანის ფსკერის მხოლოდ 0,001%-ია ვიზუალური დაკვირვების საგანი. მათი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.