მსოფლიოს უძველესი ფერადი ფოტოები თხრობას განაგრძობს — National Geographic საქართველო
Topics: мистецтво й музика

Beginning
1980-იანი წლების დასაწყისში National Geographic Society-ს ფოტოგრაფი და შემდგომ არქივის მცველი, განსვენებული ვოლკმარ ვენცელი, საცავში ქექვისას გასაოცარ და ამავდროულად გულსაკლავ რამეს წააწყდა: ღია ბარათის ზომის მინის ფირფიტებით სავსე ყუთს. ფირფიტებზე XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფერადი კადრები იყო აღბეჭდილი. ბევრ მათგანზე ერთ დროს მკვეთრი გამოსახულებები ჰალოებით დაბინდულიყო, თეთრი წინწკლები აჩრდილებივით დასტყობოდა და დროისა თუ მივიწყებისგან კიდევ უფრო იდუმალი იერსახე მიეღო.
ეს ავტოქრომები იყო, რომლებიც XX საუკუნის დამდეგს შეიქმნა, მაშინ როდესაც სამყაროს სრული პალიტრით აღბეჭდვას ესწრაფოდნენ. ახლა ნაჩქარევად ცდილობენ ამ ნიმუშების შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ დრომ ისინი თავისებურად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.