უხილავ საოცრებათა გამოაშკარავება — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ბავშვობაში ვოცნებობდი, საზღვაო ბიოლოგი გამოვსულიყავი და ზღვის პირას მეცხოვრა. 20 წლისამ გავიცანი ფოტოგრაფი დევიდ ლიტშვაგერი. მან დამიქირავა, რათა დავხმარებოდი ზღვის არსებების გადაღებაში ჟურნალ National Geographic-ისთვის.
ჩვენ 10 დღე გავატარეთ აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სამმართველოს 68-მეტრიან საკვლევ ხომალდზე, რომელიც ჰავაის კონის სანაპიროდან გავიდა. დევიდის დავალება იყო, ოკეანის ზედაპირზე არსებული საოცარი ბიომრავალფეროვნება გადაეღო. ჩემი როლი ეგზემპლარების მოგროვება გახლდათ.
ყოველ ღამით მოტივტივე ნათურას ვანთებდი და წყალში ვისროდი. იდუმალი არსებები სიღრმეებიდან ამოდიოდნენ და სინათლეს ღამის პეპლებივით ეკვროდნენ. მოციმციმე გველთევზები, გამჭვირვალე კიბორჩხალები, მოელვარე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.