როგორ გადაარჩინა ამერიკის საკულტო ფიგურამ ეგვიპტის უძველესი ტაძრები — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
მომავალი კეთილდღეობისთვის ეგვიპტემ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, გაეწირა წარსული. 1960 წელს სამხრეთ ეგვიპტეში დაიწყეს ასუანის მაღალი კაშხლის მშენებლობა, რომელიც გამოიმუშავებდა ჰიდროელექტროენერგიას, უზრუნველყოფდა მეტ სახნავ მიწას და დაარეგულირებდა წყალდიდობისკენ მიდრეკილ მდინარე ნილოსს. მაგრამ, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ის უბედურებასაც უქადდა აღნიშნულ ზონაში მოქცეულ არქეოლოგიურ საოცრებებს. ეს მასიური წყალსაცავი განადგურებით ემუქრებოდა ათეულობით უძვირფასეს ისტორიულ ძეგლს, მათ შორის, აბუ-სიმბელის დიდებულ ტყუპ ტაძარს.
3000 წელზე მეტი ხნის წინ აღნიშნული ძეგლის აშენება რამსეს II-მ ბრძანა და ის პირდაპირ ქვიშაქვის კლდეში გამოკვეთეს ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე. მთავარი ტაძრის შთამბეჭდავ ფასადს იცავდა…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.