ევერესტმა მოშალა. მეცნიერებმა შეაკეთეს. — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
2021 წლის ერთ მშვენიერ დღეს თენცინგ გიალცენ შერპა ავიდა „აივნად“ წოდებულ, ევერესტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე მდებარე ალპინისტების მუდმივად ქარიან შესასვენებელ ადგილას. მის ფეხებთან ეყარა მსოფლიოს უმაღლეს წერტილში მდებარე მეტეოსადგურის დაზიანებული და სანახევროდ თოვლში ჩაფლული ნაწილები.
თავის დროზე, როდესაც სადგური აღმართეს და კლდეზე ჭანჭიკებით მიამაგრეს, ის ეზოში დადგმულ უბრალო ანტენას ჰგავდა. სინამდვილეში კი აღნიშნული მეტეოსადგური 30 000 დოლარის ღირებულების უზუსტესი ინსტრუმენტებისგან შედგებოდა, რომლებიც ზომავდა ქარს, ტენიანობას, ტემპერატურას, მზის რადიაციასა და ბარომეტრულ წნევას. ახლა მისი 2-მეტრიანი ანძა გვერდულად ესვენა ყინულზე.
თენცინგმა, 31 წლის ელექტრიკოსმა და სამთო გიდმა, ბუმბულის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.