ჩრდილოეთის ირმის შორეული მოგზაურობა — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
დილის მოელვარე მზის ქვეშ ათასობით ჩრდილოეთის ირემი მძიმე ნაბიჯებით მიიწევს გაყინულ ჩრდილო-დასავლეთ კანადაში. ცივ ჰაერში ცხოველთა თბილი ამონასუნთქით წარმოქმნილ ორთქლის ღრუბელში მათი სილუეტები თითქმის უჩინარდება.
რქების ტყე თითქოს ბურუსში ცეკვავს. მომიგრირე ჯოგს შორიდან რომ შეავლოთ თვალი, გეგონებათ, არქტიკული ლანდშაფტის ქათქათა ტილოზე ყავისფერი კლაკნილი ზოლი გადაატარეს.
მოშორებით ოთხი ინუვიალუიტი მეჯოგეა თოვლმავლებით, რომლებიც შაშხანებით შეიარაღებულან და ირმებზე თვალი უჭირავთ. გაყინულ მიწაზე დაცემული ჩლიქების რიტმს ფხიზლად მიჰყვებიან და ჩრდილოეთის ირმებს სამშობიარო ადგილამდე აცილებენ.
„ძალიან საზრიანები არიან“, – ამბობს დაგლას ესაგოკი, რომელიც უკვე მეშვიდე ზამთარია ჩრდილოეთის ირმებს დაჰყვება და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.