რა შინაარსს ატარებს უძველესი სვირინგები? — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
რამდენიმე წლის წინ ერთი მამაკაცი ნეშვილში, ტენესის არქეოლოგიის განყოფილებაში აარონ დიტერ-ვულფის ოფისში მივიდა და მასტოდონტის ნახევარმეტრიანი ეშვი მიიტანა. მას მდინარის სანაპიროზე ეშვის ამოშვერილი წვეტი პირდაპირ მოუხერხავს. ვინაიდან, ამ ნაშთის მთლიანობასთან ერთად, მისი სამეცნიერო ღირებულებაც დაირღვა, დიტერ-ვულფი ეშვს სკოლებში სტუმრობისას დაატარებდა და თვალსაჩინო მასალად იყენებდა, სანამ ერთ-ერთ მოსწავლეს შემთხვევით არ დაუვარდა და მისი გარე ფენა დაიმსხვრა.
ბევრი არქეოლოგისთვის ეს ეშვი სრულიად გამოუსადეგარ ნივთად იქცეოდა, მაგრამ არა დიტერ-ვულფისთვის. მან რამდენიმე ნამსხვრევი შეინახა და მათგან სვირინგის გასაკეთებელი ნემსები დაამზადა. თითოეული მათგანი კაჟით გამოთალა და ქვიშაქვით დაამუშავა, მაგრამ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.