თევზად გადაქცევის შანსი — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
„ნახე“, – მითხრა ჩემმა ვაჟმა.
ვიეკესის კუნძულზე, პუერტო-რიკოში, პირსის ჩრდილში ვტივტივებდით. გრილი, მაგრამ მოტიტვლებული ადგილი იყო – ხელოვნური მოსასვენებელი კუთხე, სადაც შნორკელით ცურვის პირველი მცდელობის შემდეგ გავჩერდით.
უილი ქვემოთ იშვერდა ხელს. სათვალეშიც ჩანდა, როგორ გაუფართოვდა თვალები. თავი წყალში ჩაყო, მეც მივბაძე.
სხვა სამყაროში შევაბიჯეთ. წყალს ზემოთ პირსი დაბრეცილი ხისა და აქერცლილი საღებავის მოსაწყენი კონსტრუქცია იყო. წყალქვეშ სიცოცხლე ფუთფუთებდა – ხიმინჯებს ნარინჯისფერი და მოყვითალო მარჯნები ეკვროდა, მობიბინე მცენარეები კი ტალღასთან ერთად ტივტივებდნენ და მოვერცხლისფრო თევზებს ისროდნენ. ათწლეულებით ადრე აშენებული დოკის ქვეშ წამოჭიმული ეს ვიწრო ადგილი ისეთივე ნაყოფიერი იყო, როგორც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.