ცხოველთა სამყაროს დაჩაგრულ წარმომადგენელთა ფარული ნიჭი — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
სვავი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი არსებაა დედამიწაზე. თავად სიტყვა „სვავი“ შეურაცხმყოფელ კონტექსტში გაუმაძღარ ექსპლუატატორს აღნიშნავს. სვავის არასახარბიელო რეპუტაცია გარკვეულწილად გასაგებიცაა. უსიამოვნო გარეგნობის გარდა, ის ლეშით იკვებება და ამას გულისამრევად აკეთებს – მკვდარი ცხოველის სხეულში მისი რბილი ნაწილებიდან აღწევს, როგორიცაა პირი, ცხვირი ან ანუსი.
„სვავებს ნამდვილად აქვთ იმიჯის პრობლემა“, – ამბობს National Geographic-ის მკვლევარი დარსი ოგადა, საკონსერვაციო არაკომერციული ორგანიზაცია „შევარდნის ფონდის“ აფრიკის პროგრამის დირექტორი.
ამ ფრინველების პრობლემურ რეპუტაციას რეალური შედეგებიც ახლავს. ის გვაიძულებს, ყურადღების მიღმა დავტოვოთ სვავების გასაოცარი ქცევა და სასიცოცხლო როლი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.