5 რამ, რაც აკვალანგით ყვინთვამ მასწავლა — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
აკვალანგით ყვინთვამ თვალსაწიერი გამიფართოვა. ნათლად მახსოვს ეს წამი: წყნარ ოკეანეში მდებარე კუკის კუნძულებიდან უდიდესის – რაროტონგას თბილ და კამკამა წყალში ვეშვებოდი. იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში მეხუთედ მოვირგე აკვალანგი.
გამოუცდელი მყვინთავი ხშირად მოუსვენარი მყვინთავია. არც მე გახლდით გამონაკლისი: მანომეტრს ორ-ორჯერ, სამ-სამჯერ ვამოწმებდი, საჭიროზე მეტ ყურადღებას ვაქცევდი რეგულატორით სუნთქვის პროცესს, მყვინთავის კოსტიუმში ოფლად ვიღვრებოდი, რაც კლაუსტროფობიურ შეგრძნებას მიმძაფრებდა, უცხო სამყაროს სიღრმეში გზას ხელების ქნევით მივიკვლევდი და ფუჭად ვფლანგავდი ძვირფას ენერგიას. რა ვიცოდი, რომ ყვინთვის არსი სიმშვიდესა და ზომიერებაშია.
მაგრამ როდესაც დავწყნარდი, იქაურობის მშვენიერებამ მომნუსხა.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.