კეისრის ძიებაში — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
2007 წლის სექტემბერში ერთ ფრანგ არქეოლოგს ბედმა გაუღიმა. ის არლში, სამხრეთ საფრანგეთში, მდინარე რონის ფსკერზე ძველისძველ ნაშთებს ეძებდა, როდესაც ოსტატურად ნაქანდაკევ მარმარილოს თავს წააწყდა. ქანდაკების დანახვაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა: „Putain, mais c’est César“ – „ჯანდაბა, ეს ხომ კეისარია!“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაზე ცნობილი რომაელის – გალიის დამპყრობლის, ქარიზმატული დიქტატორის და პოპულისტი ავტოკრატის – იულიუს კეისრის ქანდაკება იყო. ძველი წელთაღრიცხვით 44 წელს შეთქმულთა მიერ მოკლული კეისარი მრავალი ხელოვანის, მათ შორის უილიამ შექსპირის შთაგონების წყაროდ იქცა. კლეოპატრასთან ერთად კეისარი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა, მაგრამ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.