პოპულარობის კონკურსი სახეობებს შორის — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
დააკვირდით ამერიკულ მესაფლავე ხოჭოს. მწერების სამყაროს სვავი, ეს ხოჭო ფართოდ იყო გავრცელებული 35 შტატში და ასუფთავებდა გარემოს ლეშისგან. დღეს ის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ გადაშენების პირას მყოფ სახეობადაა მიჩნეული. ჰაბიტატის დაკარგვის, პესტიციდებისა და სინათლით დაბინძურების გამო ნარჩენების ეს ბუნებრივი გადამამუშავებელი მხოლოდ ოთხ იზოლირებულ პოპულაციად არის შემორჩენილი.
ვეფხვის მსგავსად, მას ნარინჯისფერი და შავი ზოლები აქვს; ვეფხვის მსგავსად, მისი პოპულაციაც მცირდება. ვეფხვი სახეობათა დაცვის სიმბოლოა, ხოლო ლეშიჭამია ხოჭოს შესახებ ადამიანების უმრავლესობას არაფერი სმენია.
აღნიშნული შეუსაბამობა „ფლაგმანი” სახეობების “ბატონობის” მაგალითია, ქარიზმატული სახეობებისა, რომლებსაც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.