ბრძოლა უდაბნოს ყველაზე შეუპოვარი ფრინველის გადასარჩენად — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
მუყაოს ყუთი უდაბნოს ბალახზე იდო. ცხოველების მაშველი ერიკ მიურეი იქვე, წიდაბლოკზე ჩაცუცქულიყო და სქელ ხელთათმანს ისწორებდა. შემდეგ ხელის სწრაფი მოძრაობით კონტეინერიდან ამოაძვრინა პატარა ბუ თეთრ-ყავისფერი ფრთებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბუ ზრდასრული იყო, სიმაღლით 23 სმ-ს არ აღემატებოდა. გრძელი, წვრილი ფეხები და ბასრი ბრჭყალები ჰქონდა. გარემოს დასათვალიერებლად თავი ნელა მოატრიალა და დიდი ყვითელი თვალები გაუფართოვდა.
გაზაფხულის ამ ცხელ დღეს მიურეი და ათამდე მოხალისე არიზონაში, ტუსონის ჩრდილო-დასავლეთით, 97 ჰექტარი ფართობის მინდორში – „მარტინის ფერმაში“ შეიკრიბნენ ფრინველის ბუნებაში გაშვების ღონისძიებაზე დასასწრებად. მიურეიმ ჯერ ფრთხილად გაუშალა ბუს ერთი ფრთა, რათა მისი მდედრობითი სქესი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.