ნადირობა მამაჩემის პეპელაზე — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ერთხელ მამაჩემმა მითხრა, რომ პეპლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იშვიათად აჭარბებს რამდენიმე კვირას.
პეპლებით ბავშვობიდან გატაცებულმა, სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ინდივიდი დაიჭირა. ქინძისთავითა და პინცეტით ფრთებს ისე უსწორებდა, ერთ ანტენასაც არ უზიანებდა. შემდეგ თორაქსში პაწაწინა ნემსების გაყრით მწერებს ქაფპლასტის დაფაზე ამაგრებდა, სხეულისა და ფრთების საკონსერვაციოდ კი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. დღისა და ბინდის პეპლებს შესაბამისი სახეობისა თუ ოჯახის მიხედვით, საგულდაგულოდ განალაგებდა ვიტრინებში. გამადიდებელი ლინზის დახმარებით, მზესუმზირას თესლის ზომის იარლიყებზე ლათინურ სახელწოდებებს აწერდა. მინაში ჩასმული ეგზემპლარები ბზინავდა.
მამაჩემი რუსთამ ეფენდი, საბჭოთა პერიოდის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.