შეკლტონის დაკარგული ხომალდის ძიებაში — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
უედელის ზღვა თავის საიდუმლოებებს მარტივად არ თმობს. ჯონ შირსმა და მენსან ბაუნდმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ – მათ უედელის წყლებში ჩამალული უდიდესი საგანძურის ძიებას მრავალი წელიწადი მოანდომეს.
ახლა კი, დაუნდობელი პოლარული ზღვით გარშემორტყმულნი, ზღვის ყინულზე იდგნენ და მზად იყვნენ, დამარცხება ეღიარებინათ.
მოსანადირებელი საგანძური სახელგანთქმული „ენდიურანსი“ (ინგლ. „გამძლეობა“) იყო, სამანძიანი ბარკენტინა, რომელსაც 1914 წელს ერნესტ შეკლტონი და მისი 27-კაციანი ეკიპაჟი ანტარქტიდისკენ მიჰყავდა, სანამ მას მოდრეიფე ყინული მოიმწყვდევდა და უედელის წყლები შთანთქავდა. ეს წარუმატებელი ექსპედიცია (შეკლტონს სანაპიროსთან ღუზის ჩაშვება და კონტინენტის ფეხით გადაკვეთა განეზრახა) თვითგადარჩენის საგად და პოლარული…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.