აღდგენილი ნოტრ — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ხანძარი, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი განადგურების პირამდე მიიყვანა, სახურავის ქვეშ, უძველეს ხის სხვენში, შპილის ძირთან ახლოს დაიწყო. 2019 წლის 15 აპრილის საღამოს 6 საათს ოდნავ გადაცილებული იყო, ცეცხლი რომ გაჩნდა. ეკლესიაში მესა მიმდინარეობდა. ჩემი ცოლი და მე დაახლოებით შვიდ საათზე, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით ახლომახლო. სახურავზე ნარინჯისფრად მბჟუტავ ლაქას მოვკარით თვალი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახეთ, როგორ გაეხვა ხის შპილი ალში. აქამდე თვალებს თუ ვერ ვუჯერებდით, ახლა თავზარი დაგვეცა: ნოტრ-დამი მართლა იწვოდა.
800 წელიწადზე მეტია, ნოტრ-დამი ფრანგული ყოველდღიურობის შუაგულში დგას, სადაც არაერთი რელიგიური თუ საერო ისტორიული მოვლენა განვითარებულა. 1239 წელს მეფე ლუი IX წმინდამ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.