ისტორიაში ჩაკარგული უძველესი იმპერიის ხელახლა აღმოჩენა — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
თავისი განვითარების მწვერვალზე უძველესი ქალაქი ხათუსა, ხეთების ცივილიზაციის დედაქალაქი, ალბათ ყველა მნახველს გააოცებდა. დღევანდელი ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე ციცაბო ბორცვზე გაშენებულ ქალაქს გარს ერტყა მაღალი კედლები. იქ ცხოვრობდა, სულ მცირე, 7000 ადამიანი და გვხვდებოდა ვრცელი სატაძრო კომპლექსები თუ შთამბეჭდავი ქვის გალავანი, რომელიც კილომეტრების სიშორიდანაც მოჩანდა. დღეს ეს ბორცვი იდუმალებითაა მოცული.
ოდესღაც აქ მდგარ სასახლესა თუ ტაძრებზე მხოლოდ ქვის საძირკვლები თუ მიანიშნებს, გამხმარ ბალახს რომ შეუმოსავს. ქალაქის ზოგიერთი კარიბჭე კვლავ დგას, რომელთაც ლომების, სფინქსებისა და ცულით შეიარაღებული ღმერთის ქანდაკებები იცავს. მაგრამ ბევრი არაფერია შემორჩენილი. ალიზის კედლები საუკუნეებმა…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.