ბრაზილიის სერადუს წარმავალი სილამაზე — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
მას სერადუს უწოდებენ, რაც პორტუგალიურ ენაზე „დახურულს“ ნიშნავს და, როგორც ჩანს, ცენტრალური ბრაზილიის ეს უზარმაზარი ტროპიკული სავანა თითქმის მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოწყვეტილი იყო სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან. თუმცა იქ ადამიანები ცხოვრობენ. მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები ამ მკაცრ ველურ ადგილებში ქვის ხანიდან ბინადრობენ, ხოლო კოლონიურ პერიოდში, მონობისგან თავის დასაღწევად ადამიანები ხშირად გორაკებს მიღმა აფარებდნენ თავს, სადაც მჭიდრო თემებს ქმნიდნენ, მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და ბინადარი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ასეთი შემთხვევების გარდა, საუკუნეთა განმავლობაში იქ შეღწევას თითქმის ვერავინ ბედავდა.
სერადუს რელიეფი სტუმრებს აფრთხობდა. მისი გადაკვეთა თითქმის შეუძლებელი იყო.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.