პინგვინების საიდუმლოებანი — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
1. როგორ მიისწრაფვიან პინგვინები ახლის ძიებისაკენ
60 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პინგვინები ცდილობდნენ საკუთარ საზღვრებს გასცდენოდნენ. დღეს ისინი კვლავ ჩნდებიან ძნელად წარმოსადგენ ადგილებში
2008 წელს, როდესაც National Geographic-ის მკვლევარი პაბლო „პოპი“ ბორბოროგლუ პატაგონიის აღმოსავლეთ სანაპიროს პირველად ეწვია, იქ პინგვინების არსებობამ გააოცა. არგენტინელი ბიოლოგი ბორბოროგლუ გამოეხმაურა ერთ რანჩოს მეპატრონეს, რომელმაც შეატყობინა, რომ თავის მამულში რამდენიმე არამფრენი ფრინველი შენიშნა. როდესაც ბორბოროგლუ იქ ჩავიდა, მიმოფანტული ნაგავი, მინის ნამსხვრევები, მიტოვებული ავტომობილები და ჩამქრალი კოცონის ნაშთები დახვდა. „ეს ადგილი საშინლად გამოიყურებოდა. ყველაფერი ნაგვით იყო სავსე“, –…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.