მსოფლიოს საუკეთესო ადგილები 2025 — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ნორთლენდი, ახალი ზელანდია
რატომ უნდა გაემგზავროთ: გაიცანით ეროვნული სიმბოლო ნორთლენდი ახალი ზელანდიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილშია. აქაურობა ცნობილია თეთრი ქვიშის კუნძულებით, კაურის ძველი ტყეებითა და მაორების ისტორიული მემკვიდრეობით, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ამ ადგილს უნდა ესტუმროთ: იშვიათი ფრინველი, კივი, აქაურობას უბრუნდება. ეს 250-ზე მეტი სათემო ბუნებისდაცვითი პროექტის კოალიციის, Kiwi Coast-ის დამსახურებაა. ჯგუფის მიზანია ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოსთვის პირველი დაცული დერეფნის შექმნა. ეს არამფრენი არსება მთელ ქვეყანაში გადაშენების პირას აღმოჩნდა, ნაწილობრივ ინვაზიური მტაცებლებისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო. ადგილობრივმა მოსახლეობამ ბევრი იშრომა არამკვიდრი გარეული…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.