ხატაური ჩემია! — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
ხატაური ჩემია!
სვიმონიანთ ეზოში გაზაფხულის ერთს მშვენიერ დილას საიდგანღაც გამოღონღიალდა პატარა, გამხმარი, ტურტლიანი, თვალებ¬ამოწირპლული კატის კნუტი. შიმშილისაგან ძლივს დალასლასებდა. ივანიანთ სამზარეულოდგან მწვადის სუნი ეცა და იქითკენ გაემართა, მზარეულს საცოდავად შეჰკნავლა, მოწყალება სთხოვა. მზარეულმა ქაფქირი მოუღერა და ეს საცოდავი მშიერი კარში გაუძახა.
კნუტი მეორე მეზობლის ღია ფანჯარასთან აკნავლდა. დიასახლისმა საშინელი, მწუხარე, მისუსტებული კნავილი რომ გაიგონა, ფანჯრიდგან გამოიხედა, მაგრამ წირპლიანი, ტუტყიანი კნუტი რომ დაინახა, ზიზღით გააფურთხა და შეჰყვირა:
_ აცხა, აცხა, შე ოხერო! იქით დაიკარგე, ქეციანი იქნები...
ციცუნა ახლა სხვა ღია კარს მიადგა, მაგრამ იქაც დაუტატანეს და გამოაგდეს.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.