ღილა და კვირისა — ვაჟა-ფშაველა
Topics: класика
Beginning
ბერი ხარი და მოზვერი
სუ მუდამ მუქარანია.
ხ ა ლ ხ უ რ ი.
შეიბნენ იალაღზედა
ხარი ღილა და კვირისა.
ბებერი ღილა ჩემია,
ბუღა კვირისა – გივისა,
ნისლაა, ექვსი-შვიდი წლის,
დადის მთაზედა, ჰკივისა.
ჯერ არ დასდგმია უღელი,
გემო არ იცის ტვირთისა.
თვალებს საზარლად აბღვერებს,
ტანით არა ჰყავს ტოლია.
ჩემს ღილას რქები ამშვენებს,
უნათობს როგორც ბროლია,
და ქედი გადახრეშილი –
მძიმე უღელი სწოლია.
აქამდე გუთანში გვება,
გუშინ გაუშვით მთაზედა,
რომ დაესვენა ამაგდარს,
ნატანჯსა, იალაღზედა.
ვინ აცლის დასვენებასა:
აქ კვირისაა ბატონი;
„ყველა ხარები დალახა“,
კვეხულობს მისი პატრონი.
გივს ძლიერ ესახელება
ღონე და ხერხი ბუღისა,
ძალას უდარებს კამეჩსა
და მარაგს – ჭექა-ქუხილსა.
კვირისა დადის, ბუბუნებს,
რქით და ფეხით სთხრის მიწასა.
ხან ერთს ფეხს უსვამს, ხან…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.