Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ქუჩი — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 5 min · 781 words

Topics: класика

Beginning

ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო!

- კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?

- მე ვარ, ნუ გეშინიან, შავ-ბნელო.

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს არც კი ვარსებობდე; ისინი თვალდაშტერებით დასცქერიან უფსკრულს. რას ეძებენ, რა დაუკარგავთ იქ? მე არ მეტყვიან, ათასჯერაც რომ ვკითხო, რაღასაც ფიქრობენ, უსაზღვროა იმათი ფიქრი, გამოუცნობელია იმათი გულის წადილი. ხანდახან კლდე ოხრავს, ალბათ, დარდი რამ აწუხებს. სხვაფრივ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98

Read in Memova

Open Memova