ქალაქში — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
დღესასწაული მოახლოებულიყო, ხალხი სავაჭროდ გამოეწვია შუა ბაზარში. ზემო ბაზარზე, შეითან- ბაზარში ყანთრის გარშემო- ყველგან მუშტარი ირეოდა. ხორცეულს თუ თევზეყულს, ხილეულობას, ჩითჩუთს თუ ფარჩეულობას, ჩოხა - ახალუხს, მაზარასა თუ ნაბადს, ტიკინ- სათამაშოებს - ყველაფერს ეხვეოდნენ. ისეთ დუქნებშიაც შესულიყვნენ, სადაც ძნელად თუ შეიხედავს მუშტარი, რადგან იქ დახავსებული სავაჭროა მამასისხლად, ან საქონელს ისეთი ნავსი ვინმე დაჰკანკალებს დაღრეჭილი, რომ მისი დანახვა შხამავს ადამიანს.
სავაჭრო, სანოვაგე თუ ტკბილეულობა, კარზე იყო გამოტანილი ხონებით, ხონჩებით, გრძელ სკამებზე, გაქონილ ფიცრებზედ, პირდაპირ ტალახში ყუთით თუ უყუთოდ. მოქუშულ ციდან სავაჭროს ნამი ეპკურებოდა, თოვლ- ჭყაპი, ხოლო ქვევიდან წუმპე შესდგომოდა.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.