გაზაფხული (თედო რაზიკაშვილი) — თედო რაზიკაშვილი
Topics: класика
Beginning
გაზაფხული
ჯერ ისევ ყინვა მეფობდა და ბატონობდა ზამთარი; ჯერ ისევ ზამთრის შიშით იჭუჭკებოდა მთა-ბარი. ბარად მტკვრის ველზე ერთად შეყრილიყვნენ: ყინვა, თოვლი და ნამქერი. ზამთარიც იქ იყო და დიდად თავმოწონებული შეჰკვეხოდა თავის ხელქვეითებს.
- რა სულელია ხალხი, რა უჭკუონი და უტვინონი არიან ეს ორფეხა ჭია-ღუები, ადამიანებს რომ ეძახიან! საწყლები! ვითომ იციან კიდეც რამე. ოთხმოცდაათი დღის მეფობა დამიწერეს, მარტო სამ თვეს უნდა იბატონოსო. ის კი არა, თუ მე ოთხ-ხუთ თვესაც არა ვჯერდები. ეს სულ ამ სამხრეთის ბრალია, მზე ახლო ახლავთ და იმისი იმედი აქვთ. ახლა ჩრდილოეთისკენ წავიდნენ, თუ ჩემი დიდების შეტყობა უნდათ, - რა ყინულის ციხე ქალაქები მაქვს გადაჭიმული. აბა ჰკითხეთ ჩრდილოეთის მცხოვრებთა და ჩემი ძლიერების ამბავს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.