როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს
გიორგობის თვე იყო, ერთ სუსხიან დღეს პატარა სვიმონიკა თავისმა ბიძია ივანე-ხაბაზმა ქალაქში შემოიყვანა. სვიმონიკა იქნებოდა ათის ან თერთმეტის წლის, მალხაზი, პატარა, შავთვალა და ცოცხალი სახის ბიჭი. ის გაოცებით უყურებდა განივრად გადაჭი¬მულ ქალაქს და ვერ წარმოედგინა, თუ რა იყო მიზეზი, რომ სახლები, საყდრები და სხვა ქალაქის შენობები ისე ჭერეხებივით ეყარნენ ერთმანეთზე, იმერეთში კი, საიდანაც ახლა ეს მოდიოდა, სულ სხვა იყო. იქ სახლები ისე შორს დგანან ერთმანეთზე, რომ ძალზე დაიღლებოდნენ ხოლმე ამის პაწია ფეხები, როდესაც მას სამეზობლოდ გაგზავნიდა ბებია თავის ბიცოლასთან.
ქალაქის ხმაურობამ, ეტლების გრიალმა, ხშირმა მიმსვლელ-მომსვლელმა ხალხმა ისე გამოაშტერეს საწყალი, ისედაც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.