Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ოცნება — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 8 min · 1188 words

Topics: класика

Beginning

ორივე ხელის იდაყვები მაგიდაზე დაეწყო, ორივე პირისთვის მიებჯინა. თმაგაწეწილი იჯდა და ტიროდა, ცრემლი ღაწვებიდან დაწყებული ხელებზედაც კი ჩამოსდიოდა. უცბად თავს წავადეგ, შევკრთი, თავი ვერ შევიმაგრე; ვიდრე ტირილის მიზეზსა ვკითხავდი, მე თითონაც ტირილი დავიწყე, იმის ცრემლების დანახვამ მეც ამატირა, – მიყვარდა და იმიტომ. როცა მეც ტირილით გული მოვიოხე, კისერზე ხელი გადავხვიე და ვკითხე: – რა გატირებს, ჩემო კარგო, ჩემო სიცოცხლევ?!.

– მეც არ ვიცი, მინდა ვიტირო, ჩემმა ფიქრმა ამატირა. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს დავიწყე ტირილი, – მიპასუხა მან და თან ცრემლები მოიწმინდა.

– რას ფიქრობდი? რა გაქვს საფიქრალი?

– მეც როდი ვიცი, არ ვიცი. მხოლოდ ის, რომ… – და გაჩუმდა, ღრმად ამოიოხრა, მწუხარე თვალებით შემომხედა. იმის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Read in Memova

Open Memova